The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ არველაძე

ოთარ არველაძე
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1998  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს.

1966–1978 წლებში მუშაობდა "თბილქალაქპროექტში". 1978 წლიდან იყო თბილისის არქიტექტურისა და ქალაქთმშნებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის და ქალაქის მთავარი არქიტექტორის პირველი მოადგილე. არის ორიოლისა და კურსკის ოლქების(რუსეთი) მრავალი სოფლის, დასახლებული პუნქტის, რაიონული ცენტრის ქალაქთგეგმარებითი პროექტების ავტორი. შესრულებული აქვს შემდეგი რაიონული ცენტრების გენერალური გეგმები: დიდუბის რაიონი (1962), ლოჭინი (1973), ზემო ვეძისი, ვარკეთილი (1977). მანვე განახორციელა რამდენიმე მიკრორაიონის, მოედნის, ქუჩის, სატრანსპორტო კვანძის დაგეგმარება–განაშენიანება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.194


გააზიარე: