შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ემუხვარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შეშელეთი, გალის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967–1970წწ. იყო ახალციხის ექიმი თერაპევტი; 1974–1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1974–1983წწ. სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1984–1994წწ. დოცენტი; 1995 წლიდან – ამავე კათედრის გამგე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 კლინიკის დირექტორი. 1998 წლიდან არის თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი სამკურნალო დარგში. გამოქვეყნებული აქვს 96 სამეცნიერო ნაშრომი კარდიოლოგიაში, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. კლინიკა ჰელსიკორის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნ. ემხვარს 2021 წელს, მედიცინის დარგში გაწეული ღვაწლისთვის "ოქროს სტეტოსკოპი გადაეცა". ექიმი – კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეული ეკგ ცვლილებები მწვავე კორონალური ნაკლოვანების დროს და სხვადასხვა ეკგ განხრების დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საყლაპავიდან ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის შესაძლებლობანი გულის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.98; ქართული სამედიცინო პორტალი: vidal.ge; ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა: hcore.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |