შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლანდ ვასაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს. 1968–1971წწ. იყო ცელინოგრადის სამედიცინო ტექნიკუმის პედაგოგი; 1971–1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა მეორე კათედრის დოცენტია. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა გასტროენტეროლოგიას, ალერგოლოგიასა და აკუპუნქტურას. არის ჩინური და ტრადიციული მედიცინის კურსის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვებში პანკრეასის დაზიანების პათოგენეზის, კლინიკის და დიაგნოსტიკის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ქრონიკული გასტროდუოდენატის რეფლექსოთერაპია", დაიცვა მოსკოვში 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.102
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |