შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით IV (საქართველოს კათოლოკოს–პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიასაქართველოს კათოლოკოს–პატრიარქი(1443, 1447, 1459); მოიხსენიება 1447 წლის დეკემბერში მეფე გიორგი VIII–ის მიერ შედგენილ ქართლ–კახეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში, სადაც მეფე ამტკიცებს ალექსანდრე I-ის მიერ სვეტიცხოვლისადმი ბოძებულ სიგელს, რომლის თანახმად სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულები კახეთსა და ქართლში თავისუფლდებოდა გადასახადებისაგან; დავით IV–ის პატრიარქობის დროს მეფე გიორგი VIII–მ სვეტიცხოველს შესწირა ნიაბის ბოლოს მდებარე სოფელი გობნი და დაიწესა 6 აღაპი თავისთვის და თავის ძმის დიმიტრისათვის; 1454 წელს დავით IV–მ კულუხის გამოსაღების წიგნი გადასცა და საწყაოს ოდენობა განუსაზღვრა ჯვარში მცხოვრებ მეკულუხეებს; მისი ზეობის დროს დაიწყო ერთიანი საქართველოს რღვევის პროცესი, რასაც თან დაერთო საეკლესიო სეპარატიზმი; კუმურდოელი მღვდელმთავრის იოანესა და ანჩელი არქიმანდრიტის ქერობინის დავით IV–სადმი ფიცის წიგნებიდან ირკვევა, რომ მაწყვერელი და სამცხის სხვა ეპისკოპოსები კათოლიკოსისგან "უჯუარო და შეუნდობელნი იყუნეს საფარის თავზედა" და ისინი მომავალში მცხეთის საყდრისადმი ერთგულების ფიცს სდებენ; პატრიარქის მტკიცე პოზიციამ აგრეთვე უკან დაახევინა ვარძიელ და საფარელ ბერებს, რომლებიც ბერძნული ეკლესიის მღვდელმთავრების წაქეზებით, ლოცვებში პატრიარქებს აღარ მოიხსენიებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ისევ მცხეთის საყდრის წიაღს დაუბრუნდნენ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.267
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |