შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ვაწაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1950წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1950–1963წწ. ფუნქციური დიაგნოსტიკისკაბინეტის გამგე; 1963–1980წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1985წწ. ჰემოდინამიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1985–1995წწ. ფუნქციური კვლევის განყოფილების გამგე. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის, ექვსი მეთოდური რეკომენდაციის, ერთი რაციონალიზატორული წინადადების და ერთი დიპლომირებული გამოგონებისა. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული და დაცულია 9 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია, 30 საკანდიდატო დისერტაცია და 5 სადოქტორო დისერტაციის ფრაგმენტი. აქვს ხელნაწერი მონოგრაფია: "სისხლის მიმოქცევის დინამიკა და მისი შესწავლის მეთოდები". ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უმაღლესი ნერვული მოქმედების გავლენა ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის მიმდინარეობაზე", დაიცვა 1962 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლის მიმოქცევის დინამიკა ჰიპერტონული დაავადების პროგრესირების დროს", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.103 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |