The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1976  (42 წლის)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი "მომავლის ექიმი" 1999 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით 2005 წელს.

1998-2000წწ. საქსტანდარტის კოორდინატორის თანაშემწე; 2000-2002წწ. ჟურნალისტთა საერთაშორისი ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2002-2003წწ. საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ასისტენტი; 2003-2005წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მსმენელი; 2003-2006წწ. საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ოფიცერი; 2005-2011წწ. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; 2006-2008წწ. გაეროს მოსახლეობის ფონდის სამხრეთ კავკასიის პროექტის რეგიონული კოორდინატორი; 2006-2011წწ. EC/SPAMGO პროექტის მართვის კონსულტანტი; 2008-2010წწ. შპს აბგ პროფსერვის გრუპის აღმასრულებელი დირექტორი; 2009-2010წწ. ჯ. ვაშინგტონის უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მსმენელი; 2010-2011წწ. USAID-ის პროექტის ტექნიკური ექსპერტი; 2010-2012წწ. ჟურნალ "ტაბულას" კოლუმნისტი; 2011 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.

წყარო: http://parliament.ge/ge/mp/2033

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი (2012-2015)
  • პოლიტიკური გაერთიანება "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი", თავმჯდომარე (2015-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)

გააზიარე: