შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა დავითაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა გულრიფში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1994 წელს. 1992–1993წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო პოლიციის გამომძიებელი; 1995–1996წწ. სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი; 2001–2002წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, აპარატის უფროსი; 2002-2003წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი; 2003-2004წწ. სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1995–2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი; 2004 წლიდან არის თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლექტორი საერთაშორისო სამართალში; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის; იუსტიციის გენერალ–მაიორი (2003), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006). მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება (2003). ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.272; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.142 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |