შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ კვირიკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო). 1935 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1935–1939წწ. ასწავლიდა მუსიკის ისტორიას თბილისის VI და VII სამუსიკო სკოლებში, 1935–1962წწ. სამუსიკო სასწავლებელში, 1959–1963წწ. ქ. გორის სამუსიკო სასწავლებელში; 1939 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის პედაგოგი, 1973 წლიდან დოცენტი (საზღვარგარეთის ქვეყნებისა და რუსული კლასიკური მუსიკის ისტორიის კურსები); 1939 წლიდან თანამშრომლობდა ცენტრალურ და რესპუბლიკურ პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებთან; როგორც ლექტორი ეწეოდა სამეცნიერო–საგანმანათლებლო მოღვაწეობას საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; დაწერილი აქვს: სასწავლო პროგრამები, საინფორმაციო–საცნობარო ნამუშევრები, ნაშრომები კრებულებად, სტატიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში. დაკრძალულია თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, მეუღლის შ. აზმაიფარაშვილის გვერდით. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 211; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.58; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 10 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |