Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ ლომდარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს. 1972–1974წწ. ასწავლიდა თბილისის საესტრადო–საცირკო სასწავლებელში მუსიკის თეორიის საგნებს; 1974 წლიდან იყო თბილისის III სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, 1975–1979წწ. ამავე სასწავლებლის თეორიული განყოფილების გამგე; 1981-1985წწ. რესპუბლიკის ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი; 1985-1990წწ. თბილისის N15 მუსიკალური სკოლის დირექტორი; 1992-1996წწ. მოსკოვის მუსიკალური კოლეჯის დირექტორი; 1997-2004წწ. მ. ფანიაშვილის სახელობის ხელოვნების აკადემიის რექტორი; 2008-2011წწ. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მუსიკალური დეპარტამენტის კონსულტანტი. დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტები ფაგოტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1973, 1976), "ეპიტაფია" სიმფონიური ორკესტრისათვის (1977, მიუძღვნა ვ. გოძიაშვილს), სიმფონია (1980); ვოკალურ–სიმფონიური და საგუნდო ნაწარმოებები – ვოკალურ–სიმფონიური პოემა ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1975), ორატორია სოლისტების, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1976), "სამი ფრესკა" ქალთა გუნდისათვის ა კაპელა (1977); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "მუსიკალური ჩანახატები" ფორტეპიანოსათვის (1969), მინიატურები კამერული ორკესტრისათვის (1970), სიმებიანი კვარტეტი (1974), მუსიკა კამერული ორკესტრისათვის (1975), სონატები ფორტეპიანოსათვის (1975, 1976); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – 4 რომანსი ხმებისა და ფორტეპიანოსათვის (1966), "სიყვარულის ლირიკა" ვოკალური ციკლი სოპრანოსა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის (1977); ინსტრუმენტული კონცერტი: საფორტეპიანო - "თბილისური" (1977), "იმერული" (2000), "ერისიონი" (2000), "მეგრული" (2001), "გურული" (2002), "ქართლ-კახური", "აჭარული"; საბავშვო კონცერტები: "ენკი-ბენკი" (2003). ე. ლონდარიძის ნაწარმოებები შესრულებულია: უნგრეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, აშშ და სხვ. მისი N4 სიმფონია აღიარებულია "წლის საუკეთესო მუისიკალურ ნაწარმოებად" (2010), სამავშვო მუსიკის განვითარებაში შეტალი წვლილისთვის დაჯილდოებულია თბილისის მერიის ოქროს მედლით (2010). წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ.242; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 288-289 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |