The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თარგამაძე

გიორგი თარგამაძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1995 წელს.

1992–1993წწ. ტელეკომპანია "იბერვიზია", დიქტორი, საინფორმაციო პროგრამა "მონიტორის" მთავარი რედაქტორი; 1993–1995წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანიის დირექტორი; 1995–1997წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული ტელერადიოსტუდიის დირექტორი; 1997–1999წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაცია, რეჟისორის ასისტენტი, აჭარის განყოფილების საკუთარი კორესპონდენტი; 1997–1999წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი; 1999-2003წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004–2008წწ. შპს "ტელეიმედი", საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამის დირექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2010წწ. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013); 2019 წლიდან ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემის - "გიორგი თარგამაძის ფორმულას" წამყვანი. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (2011).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თანამედროვე საინფორმაციო ტელე-ჟურნალისტიკა და სამოქალაქო საზოგადოება", დაიცვა 2011 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 169; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.397

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", თავმჯდომარე (2008-2014)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი საქართველო", ფრაქციის თავმჯდომარე (1999-2003)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატები", წევრი (2008-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის

გააზიარე: