შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლემა ზირაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩაქვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1956წწ. იყო საბჭოთა არმიის სამხედრო ნაწილის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1956 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების ბიბლიოგრაფიული ცნობარი (1924–1974), თბილისი, 1975. მისი ხელმძღვანელობით დაცულია დისერტაციები, მომზადებულია სამეცნიერო შრომები. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984, 1988). ექიმი–პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასკარიდოზის ეპიდემიოლოგიის თავისებურებები და გაჯანსაღების შედეგები ზემო სვანეთში", დაიცვა 1964 წელს; სადსოქტორო დისერტაციის თემა - "ასკარიდოზის ეპიდემიოლოგია და მისი მკვეთრი შემცირების პრობლემა საქართველოში", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.110; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.353 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |