შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა "საქსახპროექტში", "კომუნპროექტში", საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივ შენობათა თბილისის ზონალურ ტიპობრივი და ექსპერიმენტალური დაპროექტების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, "საქქალაქმშენ–სახპროექტში" არქიტექტურული სახელოსნოების ხელმძღვანელად; ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი სოხუმში(1966, გ. ჯაბუასთან ერთად), კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა კავშირების შემოქმედებითი სახლი ბიჭვინთაში(1966, გ. ჯაბუასთან ერთად), საქართველოს პროფკავშირების სახლი(ყოფილი შრომის სასახლე, ახლანდელი თბილისის მერია) თბილისში(1975, მ. ლორთქიფანიძესა და თ. ნაცვლიშვილთან ერთად), კომპოზიტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი ბორჯომში(1975, საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.278; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.182 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |