შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შიო დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც აკრძალული ლიტერატურის კითხვის გამო გარიცხეს; თბილისში ჩაება ე. იოსელიანის ხალხოსნურ წრეში; 1876 წელს რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა თბილისის მუშა–ხელოსნებში; 80–იან წლებში გორში დააარსა ხალხოსნური წრე "საიდუმლო კომიტეტი", რომელსაც კავშირი ჰქონდა "ნაროდნაია ვოლიას" აღმასკომთან; რევოლუციური პარტიის საჭიროებისათვის მონაწილეობა მიიღო გორის ხაზინიდან ფულის გატაცებაში; 1883 წლის 14 მარტს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს; პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა გორში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ ჩამოშორდა რევოლუციურ საქმიანობას. პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, ხალხოსანი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.819 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |