შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ხინიკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით პოლიტიკური ეკონომია 1983 წელს. 1984–1985წწ. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომი, საგეგმო კომისიის ეკონომისტი; 1985–1986წწ. საქართველოს კპ ქობულეთის რაიკომი, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების ინსტრუქტორი; 1986–1988წწ. ხუცუბნის კოლმეურნეობა, პარტიული კომიტეტის განთავისუფლებული მდივანი; 1988–1990წწ. საქართველოს კპ ქობულეთის რაიკომი, საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1990–1993წწ. საქართველოს საკაბელო ტელევიზიის ქობულეთის ფილიალი, მთავარი ბუღალტერი; 1993–1998წწ. ბათუმის ხორცკომბინატი, მთავარი ეკონომისტი; 1998–2001წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, ეკონომიკისა და საფინანსო–საბიუჯეტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2001–2003წწ. ბათუმის საზღვაო–სავაჭრო ნავსადგური, ინჟინერ–ანალიტიკოსი; 2002–2007წწ. სააქციო საზოგადოება "საქქალაქმშენპროექტი", ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი; 2008 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, ადმინისტრაციულ და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტი, გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებელი; 2008-2012წწ. საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 410 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |