The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა ხაფავა

დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1924  (100 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

 დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1949 წელს.

1949–1951წწ. მუშაობდა ქ. სოხუმის მუსიკალური სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, 1949–1953წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს სამუსიკო სასწავლებელში და იყო ქ. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის კომპოზიტორი; 1953–1977წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის კულტსაგანმანათლებლო მხატვრული შემოქმედების სასწავლებელში; 1964–1967წწ. იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკა–ფილოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი და დეკანის მოადგილე; 1966 წლიდან თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი; დაწერილი აქვს:საორკესტრო და ვოკალურ–საორკესტრო ნაწარმოებები – კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1949), უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის(1950), "განთიადი" სიმფონიური სურათი(1968), საბავშვო კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისავის(1979), "სიმღერა საქართველოზე" კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1980); კამერული და საგუნდო ნაწარმოებები – "მალხაზის სიმღერები" საბავშვო სიმღერების ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1955, 12 სიმღერა), ორი სიმღერა ბავშვთა გუნდისა და ფორტერპიანოსათვის(1960), ხორუმი–ტოკატა ფორტეპიანოსათვის(1966), პიესები ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის ფორტეპიანოს თანხლებით(1978), დუეტი ორი ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1978), "სამი გაელვებანი" ფორტეპიანოსათვის(1979), პიესა ორი ფორტეპიანოსათვის(1980); ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – "სალამურა" ოპერა საბავშვო შესრულებისთვის(1978, ორ ნაწილად), "თქმულება გედზე" ოპერა საბავშვო შესრულებისთვის(1979, ორ ნაწილად), "ჭრიჭინა" ერთაქტიანი ოპერა საბავშვო შესრულებისთვის(1980).

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 366; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.294


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების მედალი

გააზიარე: