შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან წურწუმია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1969–1972წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიისა და ისტორიის საგნებს ქ. ფოთის სამუსიკო სასწავლებელში; 1972 წლიდან იყო ხელოვნების სასწავლო დაწესებულებების მეთოდკაბინეტის მეთოდისტი, 1974 წლიდან ინსპექტორ–მეთოდისტი, 1975–1982წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების განყოფილების უფროსი; 1974 წლიდან იყო თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის მუსიკის ისტორიის საგნების პედაგოგი; 1982 წლიდან გამომცემლობა "ხელოვნები"-ს მუსიკისა და ხალხური შემოქმედების რედაქციის გამგე; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სრული პროფესორი; 1986-2007წწ. თბილისის კონსერვატორიის პრორექტორი; იყო ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და სამეცნიერო პროგრამების ხელმძღვანელი, I, II, III საერთაშორისო სიმპოზიუმების კრებულების თანარედაქტორი; 2003-2007წწ. კოორდინაციას უწევდა იუნესკოს პროექტს "ქართული პოლიფონიის დაცვა და განვითარება"; პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობის სფეროა ქართული პროფესიული და ეთნომუსიკა; მისი ნაშრომებია: ქართული ხალხური სიმღერა დღეს - ცოცხალი პროცესი თუ სამუზეუმო ექსპონატი? (1997, სოციოლოგიური ანალიზის ცდა), ქართული ხალხური სიმღერა ათასწლეულების მიჯნაზე (1997), XX საუკუნის I ნახევრის ქართული მუსიკის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების შესახებ (1998), XX საუკუნის II ნახევრის ქართული მუსიკის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების შესახებ (2004), მრავალხმიანობის ქართული ხედვა (2007), ქართული მრავალხმიანობა თანამედროვე სოციო-კულტურულ კონტექსტში (2008); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1983 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 400; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.395 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |