შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ჭიაურელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი. სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სავიოლინოზე, დაამთავრა 1944 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1926–1952წწ. მუშაობდა სხვადასხვა თეატრალურ დაწესებულებებში ორკესტრის მსახიობად; 1937–1955წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მსახიობი; 1945–1947წწ. საქართველოს რადიოს მუსიკალური მაუწყებლობის პასუხისმგებელი რედაქტორი; 1948–1950წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეპერტუარო ნაწილის გამგე; 1950–1951წწ. თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე; 1962 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი, 1967 წლიდან კი ამავეკათედრის დოცენტი; დაწერილი აქვს სტატიები ჟურნალებსა და გაზეთებში; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ზ. ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი" და მისი საშემსრულებლო ექსპოზიცია", დაიცვა 1965 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 402 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |