შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ გენათელი![]()
ბიოგრაფიაანტონ გენათელი იყო გელათის მთავარეპისკოპოსი XVI საუკუნის II ნახევარში. ადრე აწყურის ეპისკოპოსი(მაწყვერელი). აწყური დატოვა სამცხე–საათაბაგოში ოსმალთა მომძლავრებისა და ქრისტიანული ეკლესიის შევიწროვების გამო. იგი იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო. ანტონ გენათელი მონაწილეობდა იმერეთის მეფის ბაგრატ III–ის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრების მუშაობაში, ხელისმოწერით დაამტკიცა ამ კრებაზე შემუშავებული მკაცრი კანონები ტყვეთა სყიდვის და ზნეობრივ–ქრისტიანული წეს–ჩვეულებების დამრღვევთა წინააღმდეგ("კათალიკოსთა სამართალი"). გიორგი II–ის დროს, 1584 წელს ანტონ გენათელმა შეაკეთა და მოახატვინა გელათის ღვთისშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კარიბჭე, რომლის კედლებს დღესაც ამკობს იმდროინდელი ფრესკები და წარწერები. სამხრეთის კედლის ასომთავრულ წარწერაში იხსენიება ანტონ გენათელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.169
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |