The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავითი

დაბადების თარიღი:976
გარდაცვ. თარიღი:1009
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

კვირიკეს II-ს ძე; კახეთის მთავარი; ატარებდა ქორეპისკოპოსის ტიტულს; მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ჰქონდა ქართლშიც; ებრძოდა გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ III–ს, რომელიც კახეთ–ჰერეთის შემოერთებისათვის იღვწოდა; 1008 წელს იძულებული გახდა მრავალრიცხოვანი ჯარით კახეთზე  გამოლაშქრებულ ბაგრატ III–თვის დაებრუნებინა ქართლის ციხეები(წირქვალი, გრუი); ამავე ლაშქრობის დროს ბაგრატ III–მ მოახერხა ჰერეთის დაპყრობა, მაგრამ როგორც კი მეფე გაბრუნდა, ჰერეთი განუდგა და დავითმა იგი კვლავ კახეთს შეუერთა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.287


გააზიარე: