Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ფერიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ტაბახმელა, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1985 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2001 წელს. 1976-1977წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი პრეპარატორი; 1977-1979წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1979-1990წწ. საქართველოს ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის მემინდვრეობის ბრიგადის მუშა, ბიოკომბინატის პროფკომიტეტის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. ტაბახმელას სოფლსაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1991-1995წწ. გარდაბნის რაიონის პრეფექტურის საქმეთა მმართველი; 1995-1999წწ. გარდაბნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1999-2003წწ. გარდაბნის რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქიდან. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ.330 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |