შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1944 წელს. 1944–1946წწ. იყო დიდ სამამულო ომში I უკრაინის ფრონტის ბატალიონის სანიტარული სამსახურის უფროსი; 1946–1959წწ. მალარიისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1959–1962წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1962 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1961–1962წწ. იმყოფებოდა ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მალარიასთან მებრძოლ საბჭოთა სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელად. ავტორია 170 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, მასვე ეკუთვნის სამეცნიერო–პოპულარული მოკლემეტრაჟიანი ფილმის "ბრუცელოზის" სცენარი (1977; თბილისი); რესპუბლიკაში და მის გარეთ სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო მუშაობის მონაწილე და ხელმძღვანელი. პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს 10 სახელმწიფო მედალი და მრავალი საპატიო სიგელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანკილოსტომიდოზური ანემია და მისი მკურნალობა", დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მალარია და მასთან ბრძოლა საქართველოში", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.123; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.100-101; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.365 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |