The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა აბაშიძე

სხვა სახელი:ანა აბაშიძე-ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:7 დეკემბერი, 1749
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ანა აბაშიძე იყო კახეთის დედოფალი, ერეკლე II-ის მეორე მეუღლე და ზაალ აბაშიძის ასული. ერეკლემ მასთან 1745 წელს იქორწინა, ჰყავდათ ორი შვილი–გიორგი (შემდეგში მეფე გიორგი XII) და თამარი. ანა დედოფალმა იყიდა, აღადგინა და განაახლა XVIII საუკუნის "სადღესასწაულო". ანდერძიდან ნათლად ჩანს, თუ რა სამუშაო გასწია ანა დედოფალმა. ანდერძი ნუსხურითაა შესრულებული: "ჩუენ დედოფალ-დედოფალმან ანამ, თანამეცხედრემან პატრონისა მეფეთ-მეფისაი ჰერაკლესამან, ვიყიდეთ ძუელი ესე ნაწერი თუენი და რაიცოდენ აკლდა, აღვაწერინეთ ახალი ესე დღეთა ჩუენთა წარსამართებლად და ცოდვათა ჩვენთა და ასულთა ჩუენთა აღსაორძინებლად და ცოდვათა ჩუენთა შესანდობლად. ამინ." მწიგნობარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.18; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.140


გააზიარე: