The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი თურმანაული

გივი თურმანაული
ოფიციალური სახელი:გიორგი თურმანაული
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2014  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს.

1964–1968წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1968 წელს ასისტენტი; 1973 წელს დოცენტი, შემდგომ პროფესორი. 1983 წლიდან განაგებს აღნიშნულ კათედრას. ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ფუნდამენტური სახელმძღვანელოები სამედიცინო ფარმაკოლოგიაში სტუდენტებისა და ექიმებისათვის. ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  საქართველოს მთავარი ფარმაკოლოგი, სამამულო ომისა და შრომის ვეტერანი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ახალი ჰიპოტენზიური საშუალებების ფარმაკოლოგიური მოქმედების შესწავლა გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კარდიოტროპული საშუალებების მოქმედების მექანიზმები მიოკარდის ინფარქტის და გულის უკმარისობის ადრეულ სტადიაზე, გერიატრიულ ასპექტში", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.126; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.132

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • სადისერტაციო საბჭო "ფარმაკოლოგიაში", თავმჯდომარე
  • საქართველოს ფარმატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • სეს–ის საკოორდინაციო საბჭო, წევრი
  • ფარმაკოლოგიის კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: