The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ აბაშიძე

თამარ აბაშიძე
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1892
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 1960  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

1912–1916 წლებში გამოდიოდა ჭიათურის სცენისმოყვარეთა წრის სპექტაკლებში. 1918–1919 წლებში სწავლობდა დონის როსტოვის დრამატულ სტუდიასა და კონსერვატორიაში. მსახიობად მუშაობდა იქვე, წითელი არმიის თეატრში, შემდეგ, 1920 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქების – თბილისის, ოზურგეთის, ჭიათურის თეატრებში. 1939–1949 წლებში იყო გორის, 1949 წლიდან კი კვლავ ჭიათურის თეატრის მსახიობი. თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ხანუმა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), რიფსიმე (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), მელანო და ელენე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ვასა ჟელეზნოვა (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), კატარინა (უ.შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ბერსენიევა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ემილია (უ. შექსპირის "ოტელო"), გადია (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"). კინოში შეასრულა როლები: ელპიტე ("ჭრიჭინა", 1954), დათოს ბებია ("ჩვენი ეზო", 1956).  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22 ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.37; ეროვნული ფილმოგრაფია: www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1945 - მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"
  • 1945 - კავკასიის დაცვისათვის

გააზიარე: