შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანიკო აბაშიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი:ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია 1918 წელს. 1920–1922 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე. 1925 წელს დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია. 1924–1936 წლებში იყო შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1936 წლიდან იყო ლანჩხუთის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: სოლომონ მორბელაძე(ს. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), იბრაჰიმი(ს. შანშიაშვილის "ანზორი"), ხაბასლო(ა. გლებოვის "ზაგმუკი"), გიორგი(ვ. კირშონის "ქართა ქალაქი"), მუნჯი სიმონა(ს. იანოვსკის "ყამირი"), თორღვაი(გ. რობაქიძის "ლამარა"), როლერი(ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვ. დადგმული აქვს სპექტაკლები: შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"(ე. ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით), ს. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები", გ. ბუხნიკაშვილის "ნაბიჭვარი"(ვ. შკვარკინის კომედია "სხვისი ბავშვის" მიხედვით). რეპრესირებული. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. მსახიობ დოდო აბაშიძის მამა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |