შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიტირი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სპეციალობით სამკურნალო საქმე 1979 წელს. 1980-1986წწ. საზღვარგარეთ ნაოსნობის გემების ექიმი, ამავე გემების სამედიცინო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 1986-1989წწ. სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს ექიმი, მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი; 1989-1999წწ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1999-2002წწ. "ტრანსმედის" მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფილიალის უფროსი; 2003-2004წწ. ქ. თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004 წელს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.394 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |