შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ჭიპაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1987 წელს. 1987-1988წწ. ქ. თბილისის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი; 1988 წელს რაისაავადმყოფოს ქირურგი, ხარაგაული; 1988-1990წწ. ხაშურის რაიონული საავადმყოფოს ქირურგი; 1990-1993წწ. ქირურგიის სამეცნიერო-საკავშირო ცენტრის ასპირანტი, ქ. მოსკოვი; 1993-1999წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ფორაკოაბდომინალური კლინიკის დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქიდან; 22-04-2004 - 07-05-2004 საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2007წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; 2007-2008წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. არის 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. დისერტაციის თემა - "ცოცხალი დონორიდან ღვიძლის წილის ორთოტოპიული ტრანსპლანტაციის ანატომიური დასაბუთება", დაიცვა 1992 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.397; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.187 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |