The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ჯებაშვილი

მანანა ჯებაშვილი
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს.

1984-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრა, კლინიკური ორდინატორი; 1986 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მეცნიერ- თანამშრომელი; 1992-1994წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; არის ევროპის გასტროენტეროლოგთა კავშირში (ASNEMGE) ასოცირებული საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური ასოციაციის გენერალური მდივანი; პედაგოგიური მოღვაწეობა - თერაპიის ინსტიტუტის ბაზაზე არსებული სამედიცინო ინსტიტუტი, თბილისის სამედიცინო და სტომატოლოგიური ინსტიტუტები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა (2000-2007); 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაცის თემა - "პიროვნების ფსიქოადაპტაციური და ქარაქტეროლოგიური თავისებურებების მნიშვნელობა ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ფორმირებაში", დაიცვა 1991 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პიროვნულ თავისებურებათა მნიშვნელობა კლიმაქტერიული სინდრომის ჩამოყალიბებაში ფსიქოსოციალური ფაქტორების გათვალისწინებით", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.425

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)

გააზიარე: