შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ივერიელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1950წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1950–1953წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის, აკადემიკოს პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1955–1958წწ. ენდოკრინოლოგიური ჯგუფის მეცნიერ–თანამშრომელი (ლენინგრადი); 1958 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების (ამჟამად სამედიცინო აკადემია) ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგე; იყო ენდოკრინოლოგია–მეტაბიოლოგია–დიეტოლოგიის კლინიკის დირექტორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის, დასტამბული აქვს 7 მონოგრაფია. მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია (1983). ექიმი–თერაპევტ–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უმაღლესი ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევის გავლენა გულზე", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენდოკრინული ჯირკვლების დაავადებანი", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.128; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.217; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |