შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კორნელი დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაჯავახო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958-1959წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში; 1963 წლიდან სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრაზე; 1987 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე; 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; მისი გამოკვლევები ეხება ძველი ქართული ენის, მეგრულ–ჭანურის, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის, ბიბლიურ წიგნთა ქართული თარგმანების რაობის, გენეზისის, მათში უცხოენოვანი ელემენტების გამოვლენის საკითხებს; აღსანიშნავია მისი წვლილი ძველი ქართული ენის ძეგლების კრიტიკულად გამოცემასა და შესწავლაში; მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ი. ყიფშიძის თხზულებათა ერთტომეულს (1994); ტექსტოლოგი; ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1981). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.310; elibrary.sou.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |