შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეხაინდრავო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით 1968 წელს. 1968 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1971-1996წწ. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე; 1981-1984წწ. მივლინებული იყო მოსკოვში მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დრეკადობის თეორიის კათედრაზე; 1996 წლიდან პედაგოგიური საქმიანობა გააგრძელა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში; იყო უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი სფეროა ჰიდროტექნიკა, კერძოდ მელიორაცია; მან დაადგინა სამელიორაციო ჰიდროკვანძების კაშხლის ზედაპირზე მიწისძვრით წარმოქმნილი ჰიდროდინამიკური წნევები, წყალსაცავის ფსკერზე გრუნტში გავრცელებული სეისმური ტალღის გათვალისწინებით; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სახელმძღვანელო და მონოგრაფია; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.310; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.186; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.248 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |