შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოზარ სუბარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭუბერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1987 წელს; თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტი 1995 წელს. 1981-1982, 1988წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი; 1987 წელს - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილება; 1989-1991წწ. - დმანისის რაიონის სოფ. ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორი; 1991-1995წწ. - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, თბილისი; 1995-1996წწ. გაზეთი "კავკასიონი", კორესპონდენტი; 1996-2000წწ. გაზეთი "კავკასიონი", რედაქტორი; 1996-2003წწ. - "რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპა" კორესპონდენტი; 1998-2001წწ. - ლონდონის ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის კორესპონდენტი; 2002 წელს - კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი; 2003-2004წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი, პროექტის "კანონის უზენაესობის" დირექტორი; 2004-2009წწ. - საქართველოს სახალხო დამცველი; 2012 წელს - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2014წწ. - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; 2014-2018წწ. - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; 2018 -2020წწ. - რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი; 2020 წელს - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. იუსტიციის პოლკოვნიკი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ.315 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |