The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუხუტი დარახველიძე

ბუხუტი დარახველიძე
ოფიციალური სახელი:გიორგი დარახველიძე
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1982  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლეხიდრისთავი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1940 წელს.

1937 წლიდან ცეკვა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში; 1937-1938წწ. ცეკვავდა აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში; 1938-1939წწ. საკოლმეურნეო გუნდში; 1937-1941წწ. პარალელურად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1940-1941წწ. გახდა ამ ანსამბლის სოლისტი; 1946-1949წწ. კვლავ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში დაბრუნდა; 1951 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად; 1957 წლიდან აყალიბებდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლს(ამიერკავკასიის რკინიგზის კულტურის სახლის, ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს ანსამბლები, რუსთავის "სალხინო"(1965-1969), "ქუთაისი"(1970–1975)); 1976-1982წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი; მისი დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "სალხინო", "ფარიკაობა", "ზემოხეური", "ახალგაზრდული", "აწკიპულა", "ალალმე", "გოგმანი", "შურდულა", "სადარბაზო", "ძველი თბილისი"; ასევე ცეკვებს დგამდა დრამატულ თეატრებში, კინოფილმებში და საოპერო წარმოდგენებში; 1977 წელს გააფორმა ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცების" საცეკვაო სცენები მოსკოვის დიდ თეატრში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.318

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა X მსოფლიო ფესტივალი (ბერლინი)
  • 1962 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1962 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VIII მსოფლიო ფესტივალი (ჰელსინკი)
  • 1959 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალი (ვენა)
  • 1957 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი)

გააზიარე: