შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დარისპანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1920 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა; 1927-1928წწ. იყო თბილისის მუშათა თეატრის, 1928-1933წწ. კი თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი და რეჟისორი; შეასრულა როლები: შამილი (ი. ვაკელის "შამილი"), ლადო კეცხოველი (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), ბიძინა ჩოლოყაშვილი (ა. წერეთლის "ბაში–აჩუკი"); მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგა – ს. მთავარაძის "აურიე რგოლი", ა. კაჭკაჭიშვილის "პარტიზანები", ნ. ლომოურის "ქაჯანა"; არის ათამდე პიესის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია – "ხიდქვეშ", "ძმები", "ტყის მეგობარი"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.326; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.840 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |