Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ქისტაური![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით ფინანსები და კრედიტები 1991 წელს; ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნე 1994 წელს. გავლილი აქვს სწავლებები და სტაჟირებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადის, ავსტრიის სასწავლო დაწესებულებებში და საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებში. 1990 წელს მუშაობდა თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილების რიგით ეკონომისტად; 1991-1992წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფულის მიმოქცევის სამმართველოს ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსად; 1992-1994წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველოს უფროსის მოადგილედ და უფროსად; 1994-1999წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების სამმართველოს უფროსად; 1999-2000წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური გამოკვლევების და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს უფროსად; 2000-2001წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ და უფროსად; 2002-2003წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის უფროსად; 2001-2002წწ. და 2003-2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ; 2004 წლიდან არის შპს "ბიზნესის მართვის ბიუროს" დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. 1995 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების და საბანკო საქმის კათედრაზე დოცენტად, მოწვეულ პროფესორად, ასოცირებულ პროფესორად; 2009-2014წწ. შვი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორად და სრულ პროფესორად; 2014 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფინანსების და საბანკო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი. არის ეკონომიკის, მაკროეკონომიკული და მონეტარული პოლიტიკის, საფინანსო და საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო ბიუჯეტის, საბანკო საკითხების თაობაზე 50-მდე წიგნის, სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |