Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1939 წელს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941–1944). მუშაობდა "საქსახმშენპროექტში" (1958–1960), "საქსოფლმშენსახპროექტში" (1960–1963). 1963–1968 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა არქიტექტურულ სახელოსნოს. 1955 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმი "იმერეთი" (ქ. წყალტუბო, არქიტექტორ ლ. ჯანელიძესთან ერთად, 1948-1957), სააგარაკო სახლები წყნეთში(1956-1962), სპორტის სასახლე თბილისში (არქიტექტორ ი. კასრაძესთან და ინჟინერ დ. ქაჯაიასთან ერთად, 1961), რესტორანი "იორი" თბილისის ზღვა, 1962), დასასვენებელი სახლი(ბიჭვინთა, 962), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი(არქიტექტორ გ. გაბაშვილთან ერთად), მეტროპოლიტენის ქვედა სადგური "ლენინის მოედანი" (ახლანდელი "თავისუფლების ")(ორივე თბილისში– 1967) თბილისის ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა(არქიტექტორი გ. ღუდუშაურთან ერთად), ცენტრალური ტელეგრაფის შენობა(თ. მიქაშავიძესთან ერთად, 1978), გამარჯვების მემორიალი ვაკის პარკში (1960–1970) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. შალვა ალექსი–მესხიშვილის შვილი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.104 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |