შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ დუდაური![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით 1955 წელს. 1955–1958წწ. ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი; 1958–1965წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1965–1978წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978–2005წწ. იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყოფილების გამგე; 1995-2000წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა საერთაშორისო გეოქრონოლოგიური ექსპედიცია აფახაზეთში, რომლის შედეგები გამოქვეყნდა ქ. იენაში (გერმანია) ჟურნალ "Chemie der Erde"-ში; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო პროექტში. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: საქართველოს ფანეროზოული ინტრუზიული კომპლექსების პეტროლოგია და იზოტოპური გეოქრონოლოგია. 2003 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2009 წლიდან ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ინსტიტუტის შრომების რედკოლეგიის წევრი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მეზოზოური ინტრუზიული კომპლექსების პეტროლოგია და იზოტოპური გეოქრონოლოგია", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.145; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |