შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ოქროსცვარიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს; თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტურა, ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 2000 წელს. 1979-1980წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერ-გეოლოგი; 1980-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1983-1987წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წელს ჩეხოსლოვაკიის გეოლოგიური დეპარტამენტის და სსრკ-ს გეოლოგიის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის მეცნიერ-მუშაკი; 1995-1997წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პეტროლოგიის კათედრა, ლექტორი; 1995-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2006წწ. გეოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2006წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2009 წლიდან გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევს შემდეგ საკითხებს: გრანიტოიდული ქანების პეტროქიმია, გეოქიმია და გენეზისი. მანტიურ-ქერქული ურთიერთქმედება და კონტინენტური ქერქის ევოლუციის პრობლემები, ფელზურ-მაგმურ სისტემებთან დაკავშირებული ოქროს მინერალიზაციის საკითხები, გეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა და ა.შ. წლების განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო ფორუმსა და პროექტში. საკანდიდატო დისერტაცია თემა - "აფხაზეთის პალეოზოური გრანიტოიდების და მიგმატიტების პეტროლოგია", დაიცვა 1987 წელს. სადოქტორო დისერტაცია თემა - "კავკასიონის ჰერცინული გრანიტოიდული სერიები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=582 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |