The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან ტუხაშვილი

მირიან ტუხაშვილი
დაბადების თარიღი:1949  (71 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით; ამავე სპეციალობით დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. 1997 წლიდან პროფესორი; 2000-2009წწ. "შრომის ეკონომიკის" კათედრის გამგე; 1972 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2009 წლიდან მაკროეკონომიკის კათედრის პროფესორი; 2004 წელს თავის კოლეგებსა და მოწაფეებთან ერთად დაარსა მიგრაციისა და კვლევის ცენტრი; ხელმძღვანელობდა ევროკავშირის გრანტების გამოკვლეულ და შემდგომ ინგლისურ ენაზე გამოცემულ ფართოდ გახმაურებულ კოლექტიურ ნაშრომებს; მისი რედაქტორობით მიგრაციის კვლევის ცენტრი უშვებს სამეცნიერო სერიას - "მიგრაცია"; 2011 წლიდან პროფესორ ფ. ფარგუსის მიწვევით ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის მიგრაციის პოლიტიკის ცენტრის ექპერტი(ფლორენცია) და პროექტ "Garm East"-ის აქტიური მონაწილე. მის ნაშრომებში მკვეთრადაა გამოკვეთილი საქართველოს მიგრაციული უსაფრთხოების პოზიცია; ხელმძღვანელობს სამეცნიერო პროექტს - "სტუდენტთა პოტენციური ემიგრაცია".

წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=592

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: