The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირიან ტუხაშვილი

მირიან ტუხაშვილი
Date of birth:1949  (75 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით 1969 წელს.

1972-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მრეწველობის, შრომის და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის ასისტენტი; 1988-1990წწ. - ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1990-1997წწ. - ეკონომიკის კათედრის დოცენტი; 1997-2002წწ. - პროფესორი; 2002-2006წწ. - შრომის ეკონომიკის კათედრის გამგე; 2006-2009წწ. - სრული პროფესორი, შრომის ეკონომიკის კათედრის გამგე; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისსრული პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრა. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. 2004 წელს თავის კოლეგებსა და მოწაფეებთან ერთად დააარსა მიგრაციისა და კვლევის ცენტრი; ხელმძღვანელობდა ევროკავშირის გრანტების გამოკვლეულ და შემდგომ ინგლისურ ენაზე გამოცემულ ფართოდ გახმაურებულ კოლექტიურ ნაშრომებს; მისი რედაქტორობით მიგრაციის კვლევის ცენტრი უშვებს სამეცნიერო სერიას - "მიგრაცია"; 2011 წლიდან პროფესორ ფ. ფარგუსის მიწვევით ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის მიგრაციის პოლიტიკის ცენტრის ექპერტი(ფლორენცია) და პროექტ "Garm East"-ის აქტიური მონაწილე. მის ნაშრომებში მკვეთრადაა გამოკვეთილი საქართველოს მიგრაციული უსაფრთხოების პოზიცია; ხელმძღვანელობს სამეცნიერო პროექტს - "სტუდენტთა პოტენციური ემიგრაცია". ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი  (1997), პროფესორი (2000).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს შრომითი პოტენციალის ფორმირება და განაწილება", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.535; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Bibliography


Share: