Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრია დეკანოზიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი რუისი, გორის რაიონი. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1879 წელს. XIX საუკუნის 90–იან წლების ბოლოს იმყოფებოდა ევროპაში, პოლონეთსა და საფრანგეთში; იმავე წლებში დაბრუნდა საქართველოში, თანამშრომლობდა "ცნობის ფურცელსა" და სხვა ქართულ გაზეთებთან; 1901 წლიდან დაუახლოვდა გაზეთ "ცნობის ფურცლის" ეროვნულ–რადიკალურ ჯგუფს; შემდგომში იგი აირჩიეს საქართველოს სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის საინიციატივო ჯგუფის მთავარ კომიტეტში; ამ კომიტეტის ბაზაზე და მისი ძალისხმევით შეიქმნა პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში – სოციალისტ–ფედერალისტთა პარტია; იგი მონაწილეობას იღებდა პარტიის პროგრამის შემუშავებასა და მის საქმიანობაში; 1920 წელს იყო საზოგადოება "ჩემო–ს" წარმომადგენელი ჰააგაში; 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში; გამოქვეყვებული აქვს 5 ნოველა – "პეპელა"(1893), "დაღუპული" (1893), "სულერთია რომ ვეღარ გამობრუნდება" (1895), "ის კი მოდიოდა" (1896), "სხვისია, სხვისი!" (1897); ეს ნოველები ითარგმნა რუსულ ენაზე; საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.360; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.127 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |