The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლექსო თორაძე

ლექსო თორაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე თორაძე
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1952
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 2022  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს.

1969 წელს ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1970 წლიდან სწავლა განაგრძო პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში; გზის დასაწყისში უკვე ყველამ იცოდა, რომ სათქმელს იტყოდა, ადგილს დაიკავებდა და ისტორიაშიც შევიდოდა; ორკესტრთან ერთად უკვე ცხრა წლისამ დაუკრა, მას შემდეგ იყო მოსკოვში ჩაიკოვსკის კონსერვატორია და კონცერტები; 1969 წლიდან იგი მუსიკოს შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე II პრემია; მის შესრულებას ახასიათებს მასშტაბურობა, ვირტუოზულობა, არტისტული ტემპერამენტი; მისი რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს; აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის ნაწარმოებთა შესრულებით; 1980 წელს მილიონერთა საკურორტო ქალაქ ვესთ-პალმ-ბიჩის(ფლორიდის შტატი) – უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი გადატენილი იყო, სცენაზე ელა ფიცჯერალდი მღეროდა, ხანგრძლივი ტაშისა და ოვაციების პირველი ნაკადი ჩაცხრა, ელა მიკროფონთან მივიდა და პუბლიკას მიმართა: "დღეს მე და ოსკარ პიტერსონმა გავიცანით უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი, რომელმაც მოგვაჯადოვა თავისი მუსიკით. იგი ახლა ამ დარბაზშია: იცნობდეთ, ლექსო თორაძე! ხვალ მას ამ დარბაზში კონცერტი აქვს, გირჩევთ ყველას, მოხვიდეთ და მოუსმინოთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ!"; 1983 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; ცნობილია როგორც თანამედროვეობის ერთ–ერთი გამოჩენილი პიანისტი; გასტროლებს მართავს უცხოეთის ქვეყნებში; თანამშრომლობს მსოფლიოს გამოჩენილ დირიჟორებთან; ქ. საუზბენდში(ინდიანას შტატი) ადგილობრივ უნივერსიტეტში დაარსებული აქვს მუსიკალური სტუდია, რომელმაც აღიარება მოიპივა, როგორც მუსიკალურ აღმზრდელობითმა ცენტრმა; ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას სრულყოფენ მთელი რიგი ახალგაზრდ ქართველი პიანისტები; 2005 წელს თავის მუსიკალური სტუდიის წევრებთან და აღზრდილებთან ერთად ფართო საკონცერტო გასტროლები გამართა საქართველოში. არის ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსის III პრემიის (იტალია, 1975) და ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსის II პემიის (აშშ) ლაურეატი. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ვაჟიშვილი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 113


გააზიარე: