The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კერესელიძე

თამაზ კერესელიძე
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1925
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1998  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948–1949წწ. იყო თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ექიმი–მიკრობიოლოგი; 1949–1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1952–1960წწ. ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1960–1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტი; 1972-1974წწ. რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი; 1974–1996წწ. კათედრის გამგე; 1964–1970წწ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელი სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში, ინდოეთში; 1984-1997წწ. შტაბბინაში შვეიცარიაში; 1974-1977წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიისა და ვირუსოლოგიის სექტორს; 1992-1998წწ. იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში; ავტორია 101 სამეცნიერო ნაშრომის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებზე, რომელთაგან 1 სახელმღვანელოა ("ეპიდემიოოგია" თანაავტორი., 1981) და 3 გამოქვეყნებული მონოგრაფია. მიღებული ჰქონდა ახლადშექმნილი ორდენი "ბიფურკაციული ნემსი" და ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის სერთიფიკატით (1976). 1992 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი, მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტისხეულთა გამომუშავებისა და რეპროდუქციის საკითხისათვის", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაცია - "ქოლერა–ეპიდემიოლოგია, პროფილაქტიკა და კონტროლი", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.147; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.152; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.555-558

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანტიბიოტიკების საზოგადოება (აშშ)|, ექსპერტი და წევრი
  • ინგლისის ჰოსპ. ინფექციის საზოგადოება, ექსპერტი და წევრი
  • მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ინფორმაციისა და სტატისტიკის ცენტრი, ხელმძღვანელი (1995-1998)
  • ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჟენევა), მთავარი სპეციალისტი და წევრი (1979-1984)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
    ჯანდაცვის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების "ჯანმრთელობა ყველასათვის"საქართველოში დანერგვის ხელმძღვანელობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • საპატიო ნიშნის მედალი

გააზიარე: