შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური კვალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968 წელს იყო ბედიანის ფსიქო–ნევროლოგიური საავადმყოფოს ფსიქო–ფტიზიატრიული განყოფილების გამგე; 1970 წელს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში მიიღო ექიმ–რენტგენოლოგის დიპლომი და მუშაობა დაიწყო კარდიოლოგიის ინსტიტუტში რენტგენის განყოფილებაში, უმცროს, უფროს თანამშრომლად. 1988 წლიდან იყო ამავე განყოფილების გამგე. ავტორია 44 სამეცნიერო ნაშრომის, დამტკიცებული აქვს ერთი გამოგონება და 3 რაციონალური წინადადება. ხელმძღვანელობს სამეცნიერო მუშაობას ახალგაზრდა თანამშრომლებთან, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ინტერნებთან. 1989 წელს იყო საქართველოს წითელი ჯვრის სამაშველო სამსახურის მთავარი ექიმი და მონაწილეობდა ყველა ბუნებრივ და სოციალურ-ექსტრემალურ სიტუაციაში. რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებთა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Возможности рентгено функционального исследования сердца в постинфарктном периоде", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.147 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |