შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიაზაალ ანდრონიკაშვილი იყო მარტყოფის მოურავი(დაახლოებით 1772 წლიდან). სახელგანთქმული მეომარი, მეტსახელად "კუზიანი ზაალი". რუსეთ–ოსმალეთის(1768-1774) დროს, 1772 წელს , ერეკლე II–ის ბრძანებით, 1000 მეომრით მოაწყო ღრმა რეიდი ჯავახეთსა და მესხეთში. გაანადგურა თურქთა გარნიზონები და დიდი ნადავლით დაბრუნდა. იმავე წელს მარტყოფელთა რაზმებით მონაწილეობდა ქართლში შემოჭრილი დაღესტნელებისა და თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში უფლისციხესთან. ამ ბრძოლაში ანდრონიკაშვილი ზურგში დაჭრეს(ჭრილობამ კუზი დაუტოვა. აქედან მოდის მისი მეტსახელები: "კუზა ზაალი", "კუზიანი ზაალი", "კუზიანი გმირი"). 70-80-იან წლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მოთარეშე ლეკების წინააღმდეგ ბრძოლებში, მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში(1795). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |