შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაჩია დემირხანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1938 წელს. 1938-1942წწ. მუშაობდა ბაქოს ნავთობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტსა და 1942-1946წწ. თბილისის ამიერკავკასიის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტში; 1946 წელს მივლინებულ იქმნა სოხუმის "ობიექტზე" (1956 წლიდან სოხუმის ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი); იყო მნიშვნელოვანი შრომების ავტორი პლაზმისა და ამჩქარებლების ფიზიკაში; დაამუშავა პლაზმური გაწმენდისა და რექტიფიკაციის მეთოდები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ზესუფთა აირების მიღების ეფექტურ ტექნოლოგიებს ბირთვული რეაქტორებისათვის; მართვადი თერმობირთვული რეაქციის პრობლემის კვლევის პროცესში პლაზმაში დამატებითი ენერგიის შესაყვანად პირველმა გამოიყენა მაღალსიხშირული ელექტრომაგნიტული ველი, რომლის შედეგად დანადგარზე ТОКАМАК Р–05 მიღებულ იქნა იმ დროისათვის (1984) რეკორდული 50–მილიონგრადუსიანი D_D პლაზმა 0,1 წმ განმავლობაში; ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1968). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.376 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |