| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ კავსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს (საგუნდო–სადირიჟორო). დაიბადა მომღერლების ოჯახში – მამამისი ტენორი, იყო, დედა - სოპრანო; ბავშვს თავიდანვე კარგი მუსიკალური სმენა და ხმა (დისკანტი) ჰქონდა; ცხრა წლისა იყო, როცა ჭიათურის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოზე დაკვრა დააწყებინეს; ცნობილი სანდრო კავსაძის შვილიშვილი ბავშვობაშივე ახერხებდა ჭიათურაში პატარა პიონერული გუნდების ხელმძღვანელობას; 19 წლისა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იწყებს სწავლას, მაგრამ, მუსიკას მოწყურებული, პარალელურად თბილისის II მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდო ხელოვნებას ეუფლება გრიგოლ კაპანაძესთან, რომელიც შთააგონებს მას მომავალ პროფესიას - დირიჟორობას, შემდეგ იგი ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში შედის, იქიდან კი უკვე 1951 წელს თბილისის კონსერვატორიაში აბარებს; 1949 წელს თავისი ბიძის, მიხეილ კავსაძის, გუნდში სიმღერამ მას ბევრი რამ შესძინა; მის მიერ ჭიათურაში მომზადებულმა გუნდმა 1951 წლის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა; სწავლის პარალელურად ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწეობას; 1951 წლიდან იყო საქართველოს რადიოს კაპელის დირიჟორი და მომღერალი; 1954–1958წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის გუნდის დირიჟორი; 1956–1957წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კაპელის დირიჟორი; 1957–1966წწ. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის მთავარი დირიჟორი, 1968–1975წწ. ამავე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; ამ წლებში ანსამბლმა განსაკუთრებით მაღალმხატვრულ საშემსრულებლო დონეს მიაღწია, ქართული ხელოვნების მეორე დეკადაზე მოსკოვში თავი ისახელა კარგი რეპერტუარითა და დახვეწილი შესრულებით, წარმატებით გამართა გასტროლები საზღვარგარეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში; ხელმძღვანელობდა სხვადასხვა თვითმოქმედ ანსამბლებს, კვარტეტებს, ოქტეტებს და გარდა ამისა, სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო მომზადების კათედრაზე მუშაობდა პედაგოგ-დირიჟორად. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 124; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 231 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

