შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1953 წელს (გერმანული ენა), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს (ვოკალური განყოფილება). 1961 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შესრულებული აქვს 40–მდე მთავარი პარტია, განსაკუთრებით კი გამოირჩევა: მურმანის (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ჩალხიას (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), რიგოლეტოს, დი ლუნას, ამონასროს, იაგოს(ვერდის "რიგოლეტო", "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო"), ტომსკის (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი") პარტიების შესრულება; ის ფლობდა იშვიათი სილამაზისა და სიძლიერის ხმას (ბარიტონი); გამოდიოდა კონცერტებით, მართავდა გასტროლებს თეატრთან ერთად და ცალკე, სსრკ-სა და უცხოეთის ქვეყნებში. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 125; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.71 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |