შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ კელაპტრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი. დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის თბილისის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელი 1964 წელს(ხალხურ საკრავთა განყოფილება). 1971–1972წწ. სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ფლეიტის კლასი); მან რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ოქროსა და I ხარისხის მედალი დაიმსახურა; ანსამბლ "რუსთავის დაარსებიდან", მისი ღირსეული და უცვლელი წევრი, ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი იყო; სალამურზე მაღალი ოსტატობით უკრავდა ქართველ და სხვა კომპოზიტორთა რთულ მუსიკალურ ნაწარმოებებს; მან გააფართოვა სალამურის რეპერტუარი და აღმოაჩინა ამ საკრავისათვის მანამდე უცნობი შესაძლებლობები; მას ყველგან ვირტუოზი შემსრულებლის სახელით ამკობდნენ; მან დააარსა ანსამბლი "იავნანა", რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად "კელაპტარი" დაერქვა; მოგზაურობდა საქართველოს ყველა კუთხეში და აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს; მას დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში, მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სალამურმა მთელი მსოფლიო მოიარა; საერთაშორისო ფესტივალების(1970, ქ. კონფოლანი, საფრანგეთი, 1980, 1990, ქ. კიოლნი, გერმანია) ლაურეატი, პირველი ადგილი და ოქროს მედალი; მის პატივსაცემად კავთისხევის საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა; თბილისში, საცხოვრებელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიც მისი სახელობისაა, აქვე აღმართულია ბიუსტი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 133; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 616 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |