შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1970 წელს. 1970-1980წწ. იყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1980-1983წწ. თბილისის ს. ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობი; 1983 წლიდან მოღვაწეობს თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; შესრულებული აქვს როლები: ივანე (მ. ჯავახიშვილი "ჯაყოს ხიზნები"), დე სილვა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე(პ. კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი"), ნოე ჟორდანია (გ. ქართველიშვილის "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი"); გადაღებულია ფილმებში, მათ შორის: კობერიძე ("არმია – ჩემი სიყვარული"), მიხო ("ზოგი ჭირი მარგებელია", 1982), მოსამართლე ("მონანიება", 1984), ობობა ("ჯადოქრის ბეჭედი", 1992). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.393 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |